მთავარი > პროექტები > ძმები ავალიანები

ძმები ავალიანები

  • 2016 წლიდან ჩვენი ტექნოლოგების გუნდი მონაწილეობს კომპანიის განვითარებაში, სანედლეულო ბაზის მოწყობაში ზემო აჭარაში, პროდუქციის წარმოებაში და სარეალიზაციო არხების გახსნაში
  • 2021 წელს ჩვენმა ინჟინერთა გუნდმა მოახდინა კომპანიის საწარმოო სიმძლავრეთა გაანგარიშება, წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიური დანადგარების სიმძლავრეები და საჭირო რაოდენობა, შეიმუშავა ტექნოლოგიური პროექტი, რომლის შემდეგ მომზადდა სრული არქიტექტურული პროექტი და მის დამთავრებამდე ჩვენი ჯგუფი აკეთებს საპროექტო ზედამხედველობას
  • მიმდინარე წელს მოხდება ზემო აჭარაში, სოფელ მახუნცეთში კომპანიისთვის ღვინის საწარმოს მოწყობა და აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით და საღვინე ჭურჭლებით, ასევე სხვა საწარმოო ინვენტარით.
  • მიმდინარე წელს მოხდება ჩვენი ტექნოლოგიური ჯგუფის მონაწილეობით ყურძნის მიღება და გადამუშავება, სრული ტექნოლოგიური ციკლის ჩატარება და მზა პროდუქციის მიღება
  • დღემდე ვმონაწილეობთ კომპანიის ეფექტური ტექნოლოგიური და საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღებაში

პროექტის დეტალები

კომპანიის დასახელება
შპს ძმები ავალიანები
ლოკაცია
ზემო აჭარა
პროექტის დაწყების თარიღი
2016
პროექტის დასრულების თარიღი
მიმდინარე
სერვისი
ტექნოლოგიური და არქიტექტორული პროექტის შემუშავება / მიმდინარეობს შემდგომი პროცესები ..