კომპანია ვაზისა და ღვინის ჯგუფი დაარსდა 2005 წელს ძმები დავით და ლევან თამარაშვილების მიერ. იგი წარმოადგენს კვალიფიციური და ინტელექტუალი ინჟინერ-ტექნოლოგების გუნდს, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, გამოცდილება და ძლიერი საერთაშორისო ტექნოლოგიური მხარდაჭერა ახალი საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის, მათი განხორციელების და პროდუქციის შექმნის კომპონენტებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გუნდს შეუძლია საქართველოს მევენახეობის ყველა ზონაში მოაწყოს ღვინის საწარმო მისი დაგეგმვიდან პროდუქციის მიღებამდე. ჩვენი გუნდი იღებს მონაწილეობას კომპანიის მიერ განხორციელებულ თუ განსახორციელებელ ყველა პროექტში, როგორც ღვინის ინჟინერიის, ისე ტექნოლოგიურ მიმართულებებში.