- 2024 წლიდან ჩვენი ტექნოლოგების გუნდი მონაწილეობს კომპანიის განვითარებაში, როგორც სანედლეულო ბაზის, ისე წარმოების განვითარების ეტაპების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- 2024 წელს ჩვენმა ინჟინერთა გუნდმა მოახდინა კომპანიის საწარმოო სიმძლავრეთა გაანგარიშება, შეიმუშავა ტექნოლოგიური პროექტის ზოგიერთი კომპონენტი, მათ შორის საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და საწარმოო აღჭურვილობების განლაგების სქემა საწარმოში, და მის დამთავრებამდე ჩვენი ჯგუფი აკეთებს საინჟინრო ზედამხედველობას ამ პროცესზე;
- 2024 წელს მოხდა ყურძნის მიღება და გადამუშავება, და მიმდინარეობს მზადება პროდუქციის საბოლოო სახის მიღებისთვის;
- დღემდე ვმონაწილეობთ წარმოების განვითარების ტექნოლოგიური და საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღებაში