მთავარი > პროექტები > ქართული ორგანული ღვინოები

ქართული ორგანული ღვინოები

  • 2021 წელს ჩვენმა ინჟინერთა გუნდმა მოახდინა საწარმოო სიმძლავრეთა გაანგარიშება, წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიური დანადგარების სიმძლავრეები და საჭირო რაოდენობა, შეიმუშავა ტექნოლოგიური პროექტი, რომლის შემდეგ მომზადდა სრული არქიტექტურული პროექტი და მის დამთავრებამდე ჩვენი ჯგუფი აკეთებს საპროექტო ზედამხედველობას
  • მიმდინარე წელს მოხდება კომპანიის თანამედროვე ტიპის საწარმოს მოწყობა და აღჭურვა ტექნოლოგიური დანადგარებით და საღვინე ჭურჭლებით, ასევე სხვა საწარმოო ინვენტარით.
  • მიმდინარე წელს მოხდება ჩვენი ტექნოლოგიური ჯგუფის მონაწილეობით ყურძნის მიღება და გადამუშავება, სრული ტექნოლოგიური ციკლის ჩატარება და მზა პროდუქციის მიღება
  • დღემდე ვმონაწილეობთ კომპანიის ეფექტური ტექნოლოგიური და საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღებაში

პროექტის დეტალები

კომპანიის დასახელება
შპს ქართული ორგანული ღვინოების კომპანია
პროექტის დაწყების თარიღი
2021
პროექტის დასრულების თარიღი
მიმდინარე
სერვისი
ტექნოლოგიური და არქიტექტორული პროექტის შემუშავება / მიმდინარეობს შემდგომი პროცესები ..